“ბავშვების ჩაკეტვა და იზოლირება სიკეთეს ვერ მოგვიტანს” – პედიატრი

“ზაფხულში ბავშვები ქალაქგარეთ უნდა გავიყვანოთ, ჩაკეტვა და იზოლირება სიკეთეს ვერ მოგვიტანს, რადგან ბავშვებს სუფთა ჰაერი და გაკაჟება სჭირდებათ”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალვინა ჯავახაძემ განაცხადა.

მისვე თქმით, შესაძლებელია კორონავირუსი ზაფხულში შემცირდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ შემთხვევები არ გვექნება.

„როგორც წესი, ვირუსული ინფექციები, ავადობა ზაფხულში შესაძლებელია შემცირდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემთხვევები არ გვექნება, შემთხვევები ნამდვილად იქნება, პანდემია ჩაქრება, მაგრამ ვირუსთან თანაცხოვრება მოგვიწევს. უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ შეიძლება კორონავირუსით დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც მასთან შეხება ექნება, მაგრამ ისეთი ვირუსი, რომელიც ხანგრძლივად ცირკულირებს, გარკვეული პერიოდის მერე ისეთი აქტიურობის ვეღარ იქნება“, – აღნიშნა პედიატრმა.

მსგავსი თემები

One Thought to ““ბავშვების ჩაკეტვა და იზოლირება სიკეთეს ვერ მოგვიტანს” – პედიატრი”

  1. la canada homes for sale

    is this a trending topic I would comparable to get additional regarding trending topics in lr web hosting accomplish you identify any thing on this