ბაგრატიონობის დადგენა, სვეტიცხოვლის გადათხრის გარეშე 5 000 დოლარამდე ჯდება

ბაგრატიონობის დასადგენად 2 გზა არსებობს – ასტრახანი და თურქეთი, სადაც ბაგრატიონების საძვალეა. ბაგრატიონია თუ სიხარულიზე, სვეტიცხოვლოის გადათხრა არც სჭირდება. თურქეთში, დამარხული ბაგრატიონების ძვლების ანალიზით ყველაფრის გარკვევა შესაძლებელია.

აღნიშნულ, დნმ ანალიზის ალტერნატიულ გზებზე „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ დირექტორმა გიორგი ანდრიაძემ ისაუბრა. გარდა აღნიშნულისა, გიორგი ანდრიაძე თვლის, რომ ბაგრატიონთა შორის დავის გადასაწყვეტად, მხოლოდ არსებული ტესტის პასუხები არ არის საკმარისი. საკითხის კომპეტენტურად გადასაწყვეტად საჭიროა კვლევაში ნუგზარ ბაგრატიონის მონაწილეობა თავისუფალი ნებით და ნამარხი ძვლების ანალიზი.

როგორც გიორგი ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბაგრატიონთა სხვადასხვა შტოს სხვადასხვა გენეტიკური კოდი აქვს, რომელთა დადგენაც საკმაოდ რთულია.

„თუ გინდა იცოდე, კონკრეტული პიროვნების დნმ-ი არის თუ არა მისი, საჭიროა, მასში მონაწილეობის სურვილი თვითონ ამ პიროვნებამ გამოთქვას, ძალით ადამიანს ვერ ჩაუტარებენ ანალიზს. ამ შემთხვევაში, ბატონი ნუგზარის თავისუფალი ნებით მონაწილეობა და ბაგრატიონების ნამარხი ძვლების ანალიზია საჭირო. მუხრან-ბატონს სხვა ჰაპლო-ჯგუფი აქვს, იმერეთის ბაგრატიონს სხვა, რუსეთში მცხოვრებ ბაგრატიონებს სხვა და გრუზინსკებს სულ სხვა, აქედან რომელია ნამდვილი, ამის დადგენა ძალიან რთულია“, – აცხდებს გიორგი ანდრიაძე „მთავართან“.

მისივე შეფასებით, იმისათვის, რომ საკითხს საბოლოოდ ნათელი მოეფინოს, არსებობს რამდენიმე გამოსავალი, რისთვისაც სვეტიცხოვლის გადათხრა სულაც არ არის საჭირო.

„არსებობს რამდენიმე გამოსავალი ნამარხი ძვლების შესასწავლად, მაგრამ ამისათვის სვეტიცხოვლის გადათხრა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სულაც არაა საჭირო. მოგეხსენებათ, რომ ასტრახანში და თურქეთში არის ბაგრატიონთა საძვალე. ასტრახანში გვყავს ორი მეფე, თეიმურაზ მეორე და ვახტანგი, თეიმურაზ მეორე არის პირდაპირი შტო ამ კახეთის ხაზისა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ასტრახანში არ გვაძლევენ ნებას, შეგვიშვან და აგვაღებინონ ეს ანალიზი, მაგრამ თურქეთში, რომელიც ასე ვთქვათ, მეგობულად დეკლარირებული სახელმწიფოა, ძალიან ბევრი ბაგრატიონის საფლავია და იქ შეიძლება, გაკეთდეს.

თურქეთში ამჟამად მიმდინარეობს ოშკის და იშხანის სარესტავრაციო სამუშაოები, სადაც არის ბაგრატიონთა საძვალე და თუ სახელმწიფოს ამისთვის არ სცალია, ალბათ უფრო კერძო უნივერსიტეტების იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ ორ საქმეს გააკეთებენ, ნათელს მოჰფენენ როგორც ამ დავას, ასევე საქართველოს ისტორიის ძალიან საინტერესო დეტალებს. თუ რა ჰაპლო-ჯგუფი ჰქონდათ ბაგრატიონებს, ადვილი გასარკვევია და ამის გაკეთება თურქეთშია შესაძლებელი”, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ „მთავართან“.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროცედურა თანხებთან არის დაკავშირებული და 3 000-დან 5 000 დოლარამდე ჯდება.

მსგავსი თემები