ბაგრატიონები პატარა გიორგის მეფობისთვის ამზადებენ

სამეფო ოჯახი ისევ დღის წესრიგშია. ბაგრატიონების საოჯახო სკანდალის შედეგად, დავით ბარატიონ-მუხრანელის იმიჯი შელახულია, შესაბამისად, მისი მეფობაც გამოირიცხა. შედეგად, ჯერი ანა და დავით ბაგრატიონების 8 წლის ვაჟზე – გიორგიზეა. „სამეფო კლუბი“ სწორედ მისი გამეფებისთვის ემზადება. უფლისწულ გიორგი ბაგრატიონის გამეფება უკვე გადაწყვეტილია.

როგორც საკონსტიტუციო მონარქიის მომხრეები აცხადებენ, ბაგრატიონების დაპირისპირების გამო, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გამეფება გამორიცხულია. „საზოგადოებას დაზიანებულ კანდიდატს არ შევთავაზებთ“ – აცხადებენ „სამეფო კლუბში“ და საზოგადოებას მეფედ პატარა უფლისწულს სთავაზობენ.

მათ გათვლით, თუ გიორგი ბაგრატიონი ნაადრევ ასაკში გამეფდება, ქვეყანას „რეგენტთა საბჭო“ უხელმძღვანელებს.

აღნიშნულ თემაზე „სამეფო კლუბის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი გია ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებს.

მსგავსი თემები

One Thought to “ბაგრატიონები პატარა გიორგის მეფობისთვის ამზადებენ”

  1. ანნა

    სულ შეიშალეთ?ხალხს აღარ ეკითხებით გვინდა თუ არა მონარქი?აკლია გაღატაკებულ საქართველოს მოსახლეობას სარჩენად მუქთა ბიუჯეტის მჭამელები?😡😡😡