ბაგრატიონების სამეფო კარზე ისევ დავაა, ტახტის მემკვიდრეობას დიდი და პატარა ბაგრატიონები ეცილებიან

ბაგრატიონებში, ტახტის მემკვიდრესთან დაკავშირებით ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად, ორი შტო ტახტის მემკვიდრეზე ვერ თანხმდება. „სამეფო კლუბის“ ერთი ნაწილი ტახტის მემკვიდრედ პრინც ხუანს ასახელებს, მეორე ნაწილი კი დედოფალ ანასა და დავითის 8 წლის უფლისწულ გიორგის.

თავად დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გამეფება გამოირიცხა. „სამეფო კლუბმა“ ის განსახილველი ნუსხიდან იმ მიზეზით ამოიღო, რომ ყოფილ მეუღლესთან დაპირისპირების გამო თავი შეირცხვინა. რაც შეეხება მის მემკვიდრეს, გიორგიზე „სამეფო კლუბის“ ნაწილი უარს იმ მიზეზით ამბობს, რომ ის ჯერ 8 წლისაა და მის გამეფებას მინიმუმ 15 წელი დასჭირდება.

„დავით ბაგრატიონის გამეფება გამორიცხულია, მან თავი შეირცხვინა რაც შეეხება მის შვილს, თუ მის კანდიდატურაზეა საუბარი, მინიმუმ 15 წელი მოგვიწევს ლოდინი, 15 წელი მე არც ვიქნები ცოცხალი. გარდა ამისა, საქართველოს არც აქვს დრო, 15 წელიწადი იცადოს. ჩვენ დღეს გვჭირდება ეს ცვლილებები, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა. დავითის და ანას შვილი ვერ გამეფდება, რადგან ის არასრულწლოვანია“ – ასეთია „სამეფო კლუბის“ ერთი ნაწილის პოზიცია, რომელიც მათ „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერეს.

არადა, კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, ტახტის მემკვიდრედ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი განიხილებოდა. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისთან არაერთი დაპირისპირების გამო, მის გამეფებაზე დღეს არავინ საუბრობს და დღის წესრიგში მისი შვილი, უფლისწული გიორგი იდგა.

დავით ბაგრატიონის ინტერესების დამცველი ლევან ჩხეიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ ტახტის მემკვიდრე სწორედ უფლისწული გიორგია. იგივეს ფიქრობს „სამეფო კლუბის“ მეორე ნაწილი. საბოლოო სიტყვა კი პატრიარქზეა, ვის კანდიდატურასაც უწმინდესის კურთხევა ექნება.

„კონსტიტუციური მონარქია ეს არის ევროპული არჩევანი. ჩვენ უნდა გადავიდეთ კონსტიტუციური მონარქიის წყობაზე“ – ასეთია „სამეფო კლუბის“ პოზიცია, რომლებიც, გადაწყვეტილების მიღებამდე, საზოგადოების მომწიფებას ელოდებიან.





მსგავსი თემები

One Thought to “ბაგრატიონების სამეფო კარზე ისევ დავაა, ტახტის მემკვიდრეობას დიდი და პატარა ბაგრატიონები ეცილებიან”

  1. კობა

    თუ მაინცდამაინც მეფის სხეულის გავლით უნდა მოეფინოს ღვთის მადლი საქართველოს – ვინმე წესიერი ადამიანი მაინც აკურთხეთ მეფედ – მაგალითად მე .. თორემ ამ მოდავე იდიოტების სხეულში სული წმინდა რომ გაივლის – იმას რაღა მადლი და ძალა ექნება :)

    ისე ჩვენს შორის დარჩეს და მეფის სხეულის გამოყენება სული წმინდის გამტარად ხალხსა და ღმერთს შორის – არის მოძველებული შამანური წარმოდგნა ღვთის მადლის შესახებ :)