ბაგრატიონების დაპირისპირება და გადამალული მილიონიანი ქონება – მეფე დედოფალს დაზავებას სთავაზობს

ძვირადღირებული ავტომობილები: „პორშე კაიანი“, „მერსედეს ჯიელი“ და „X5“, – ეს იმ ქონების ჩამონათვალია, რომელიც, ამჯერად სამეფო ოჯახის დაპირისპირების მიზეზი გახდა. დედოფალ ანას მხარემ აღნიშნული ქონება 180 000 ლარად შეაფასა და ყოფილ მეუღეს მისი ნახევარი – 90 000 ლარი მოსთხოვა.

დავით ბაგრატიონი ყოფილი მეუღლისთვის ქონების გაყოფას იმ მიზეზით არ აპირებს, რომ მანქანები მას მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში არ შეუძენია.

ვინ ტყუის და აქვს თუ არა თაღლითობას ადგილი სამეფო კარზე, ეს სასამართლომ უნდა გაარკვიოს, რომელსაც საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე დაახლოებით 2 კვირა დარჩა.

როგორც ირკვევა, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს, საკუთრებაში არა მხოლოდ ჩამოთვლილი ავტომანქანები, არამედ სხვა, ძვირადღირებული ქონებაც გააჩნია. უფრო სწორედ, გააჩნდა. რაც შეეხება თაღლითობას, იმაში მდგომარეობს, რომ მან სხვა, ძვირადღირებული ქონება, მაგალითად, ფეშენებელური სახლი საგურამოში, მიწის ნაკვეთი, აპარტამენტები, სულ რამდენიმე თვის წინ მოიშორა და საკუთარ ძმაზე გადააფორმა.

როგორც ანა ბაგრატიონ გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ ქონებაზე ანა ბაგრატიონს პრეტენზია არ აქვს, რადგანაც ეს ქონება დავითს თანაცხოვრების პერიდში არ შეუძენია.

„დავა არ მიმდინარეობს ამ ქონებებზე, დავა მხოლოდ იმ ქონებას ეხება, რომელიც ქორწინების პერიოდში იქნა შეძენილი. თქვენს მიერ ჩამოთვლილი ქონება, მათი თანაცხოვრების პერიოდს არ ემთხვევა. როგორც ჩანს, ემ ქონების გადაფორმება დავით ბაგრატიონმა იურიდიული კონსულტაციების შედეგად გაასხვის“ – განუცხადა ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

დავით ბაგრატიონის ადვოკატი ლევან ჩხეიძე კი აცხადებს, რომ ქონების გასხვისების მიზეზი კონფიდენციალურია და ვერ დაასახელებს.

„ეს ქონება არ უკავშორდება მხარეთა შორის წარმოებულ დავას. მოწინააღმდეგე მხარეს ამ ქონებაზე პრეტენზია არასდროს წამოყენებია. რატომ გადაუფომა ძმას ქონება, ამ დავას არ უკავშირდება მას ჰქონდა ამისი მოტივაცია და მიზეზი, რომელიც კონფიდენციალურია“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ დავით ბაგრატიონის ადვოკატმა.

დავით ბაგრატიონი ყოფილ მეუღლეს დაზავებას სთავაზობს და უთვლის, რომ მოილაპარაონ. დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონელის გზავნილები, მისმა წარმომადგენელმა ანას ადვოკატს „მედიაცენტრ მთავარში“ გააცნო: „ბევრი ტალახი ვესროლეთ ერთმანეთს და ძალიან დავაზარალეთ. ჩემი შეთავაზებაა, შევწყვიტოთ დაპირისპირება. ძალიან დავაზარალეთ ერთმანეთის იმიჯი. ამ დავიდან საზოგადოებრივი შედეგი არს შეუფასებლად ნეგატიური და მოგებული ვერცერთი გამოვდივართ. ვაცხადებთ მორატორიუმს, ვწყვეტთ აგრესიას და მოწინააღმდეგეს მოიგებისთვის ხელს ვუწვდით. მორიგება რეალურია“.

მსგავსი თემები