ბაგა-ბაღების ექთნები გადამზადდებიან

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ექთნები, პირველადი გადაუდებელი დახმარების, დიარეისა და ინფექციური დაავადებების გამოვლენა-მართვის მიმართულებით, სპეციალურ ტრენინგს გადიან. 

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ექთნების გადამზადებას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ უზრუნველყოფს. 

“ტრენინგი პირველად საზაფხულო ბაღის ექთნებისთვის ჩატარდა და მსმენელებს საშუალება ჰქონდათ გაევლოთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი და ენახათ, თუ რა თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევისათვის,” – განაცხადეს თბილისის მერიაში.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ექთნების მეორე ნაკადი გადამზადებას სააღმზრდელო წლის დაწყებისთანავე გაივლის.

მსგავსი თემები