“ახალი შემთხვევა შემოტანილია და ისინი სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, ინფიცირებულების რაოდენობა 2-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 1-ით გაიზარდა.  მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 126 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ. ეზუგბაიას თქმით, 2 ახალი შემთხვევა შემოტანილია და ისინი სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევებიდან 1 პაციენტი შევიდა, გამოჯანმრთელდა 2, თუმცა ჯერ ეს სტატისტიკაში ასახული არაა, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 23 დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტი გადის.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ასევე დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც მთლიანობაში საშუალო სიმძიმედ შეიძლება შეფასდეს.

ეზუგბაიას თქმით, კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს სომხეთის მოქალაქეა.

მსგავსი თემები

3 Thoughts to ““ახალი შემთხვევა შემოტანილია და ისინი სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან” – მარინა ეზუგბაია”

  1. Like!! I blog quite often and I genuinely thank you for your information. The article has truly peaked my interest.

  2. I am regular visitor, how are you everybody? This article posted at this web site is in fact pleasant.

  3. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.