“ახალი სკოლის მოდელი” – შოთა ხაბარელი სასკოლო სპორტის აქტივობებს გაეცნო

საჯარო სკოლებში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კუთხით სიახლეები ინერგება. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი ერთ-ერთ საჯარო სკოლას ესტუმრა და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტისექსპერტი გია ბეგიაშვილი, საქართველოს ფიზიკურ თერაპევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ელისო მურვანიძე და საქართველოს სპორტის, ფიტნესისა და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელი.

ისინი, სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“-ს ფარგლებში, ქ. თბილისის N100 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ნაწილში სასკოლო სპორტული კლუბების მიერ დაგეგმილი აქტივობები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები