ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში 55 000 ახალი კომპიუტერი შევა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით,   ახალი სასწავლო წლიდან 55 000 ახალი კომპიუტერი შევა სკოლებში.

მისი თქმით, კომპიუტერებში ოფიციალურად იქნება დაინტეგრირებული ყველა ლიცენზირებული პროგრამა, როგორიც არის მაიკროსოფტი და ბევრი სხვა.

მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ თითქმის ყველა სკოლაში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდა.

„მოხარული ვართ, რომ ახალი სასწავლო წლიდან 55 000 ახალი კომპიუტერი შევა სკოლებში. ეს იქნება არა ნეთბუკები, არამედ სრულყოფილი კომპიუტერები, რომლებითაც ბავშვები მრავალი წლის განმავლობაში ისარგებლებენ. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სკოლების „ვაიფაით“ უზრუნველყოფად, რადგან წარმოუდგენელია დღევანდელი საგანმანათლებლო სივრცე ინტერნეტის გარეშე. წლევანდელ წელს მართლაც უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა ამ მიმართულებით და სკოლების მეოთხედი ფაქტიურად გადაფარული გვაქვს უკაბელო ინტერნეტით. ვფიქრობთ, ამ სამუშაოს ორი წლის განმავლობაში მთლინად დავასრულებთ და ყველა სკოლა იქნება უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის ინტერნეტით“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მსგავსი თემები