აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირებულები ტრაილერის მძღოლები არიან

ბათუმში covid19-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე პაციენტი შუახნის მამაკაცია. ისინი ტრაილერის მძღოლები არიან და ბოლო 24 საათის განმავლობაში სარფის საბაჟო გადმოკვეთეს.

მათ საბაჟოზე თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდათ, ისინი საზღვრიდან პირდაპირ ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ვირუსი მსუბუქი სიმპტომატიკით მიმდინარეობს და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ დღეს პირველად დაფიქსირდა.

მსგავსი თემები

4 Thoughts to “აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირებულები ტრაილერის მძღოლები არიან”

  1. I like the valuable information you provide in your articles.

  2. Good one! Interesting article over here. It’s pretty worth enough for me.

  3. SMS

    I love looking through a post that can make people think. Also, many thanks for permitting me to comment!