აშშ – ში პოლიციელებმა დემონსტრანტებს სოლიდარობა გამოუცხადეს

აშშ-ის რამდენიმე ქალაქში პოლიციელებმა და პოლიციის ოფიცრებმა დემონსტრანტებთან ერთად სოლიდარობის ნიშნად მუხლი მოიყარეს.

​აშშ-ის ათობით ქალაქში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ლოს ანჯელესში სამხედროებმა მუხლი მოიყარეს დემონსტრანტებთან ერთად სოლიდარობის ნიშნად, რასაც საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

პოლიციის ოფიცრებმა მუხლი მოიყარეს ასევე აიოვასა და ჯორჯიის შტატებში გამართულ დემონსტრაციებზე.

მსგავსი თემები