აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტი, საინვესტიციო აქტივობებს გაზრდის – ბიზნესომბუდსმენი

“ასეთი ღია მხარდაჭერით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რეგიონში საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი”, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ეს აისახება საინვესტიციო აქტივობების ზრდასა და პროექტების ბოლომდე მიყვანაში, რომელიც თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს გულისხმობს.

„ჩემი აზრით, ამას უნდა მოჰყვეს ასახვა საინვესტიციო აქტივობების ზრდაში და ის დაგეგმილი პროექტი, რაც გულისხმობს ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაფორმებას. ვფიქრობ, ეს არის უახლოესი პერსპექტივა და მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებები ხელს უწყობს მსგავსი პროექტების საბოლოო წერტილამდე მიყვანას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს.

მსგავსი თემები