“აშშ მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.

„აშშ მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას, რომლითაც უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა ყალიბდება. ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად მიღებული, ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს უფრო მეტი სტაბილურობისა და საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ საქართველოს პარლამენტს მოვუწოდებთ, საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა მიიღონ, რომელიც მთლიანად მოიცავს ეუთოს რეკომენდაციებს და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეფექტურად დანერგოს ეს კანონმდებლობა. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მთავარი გამოცდა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება იქნება, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს წარმოადგენს. წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მსგავსი თემები

4 Thoughts to ““აშშ მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი”

  1. I am regular visitor, how are you everybody? This article posted at this web site is in fact pleasant.

  2. SMS

    Your site is very helpful. Many thanks for sharing!