აქცია – მედიაცია – საგაფიცვო რეჟიმი – ენერგეტიკოსების შენდგომი გეგმები

ენერგეტიკოსები მედიაცისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმათავენ და ძირითადი მოთხოვნების სამმხრივ ფორმატში განხილვას ითხოვენ.

ჯანდაცვის სამინისტრო – „ენერგო-პრო ჯორჯია“ – დასაქმებულები – ამ ფორმატით დისკუსიას “საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირები“ დღეს დაანონსებულ აქციაზე მოითხოვენ, თუმცა, მანამდე კი სამომავლო გეგმებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს.

„ვცდილობთ, დისკუსის გამართვა მედიაციის ფორმატში გავაგრძელოთ. სამწხაროა, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადმინისტრაციამ არ გამოხატა სურვილი, აღნშნული საკითხები დისკუსიის ფორმატში მოგვარებულიყო. დღევანდელი კანონმდებლობით, გვაქვს შესაძლებლობა, რომ საკითხში სახელმწიფო ჩავრთოთ. ამ შემთხვევაში, საუბარია ჯნდაცვის სამინისტროზე. სწორედ ის უნდა იყოს მედიატორი, რომ საკუთხი სამმხრივ ფორმატში გადავიდეს. ვინაიდან დამსაქმებელი პრდაპირ დიალოგს თავს არიდებს, ჩვენ ვიყენებთ კანონით მინიჭებულ უფლებას, რომ საკითხის განხილვა მოხდეს სახელმწიფოს ჩართულბით“ – აღნიშნა “საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა“ პროფკავშირების თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

რაც შეეხება აქციის შემგომ გეგმებს, როგორც ენერგეტიკოსები აცხადებენ, ეს მედიაციის შედეგებზეა დამოკიდებული: „ჯერ აქცია, შემდეგი ეტაპი იქნება მედიაციის ფორმატი და შემდეგ, დასქმებულებთა ერთად, პროფკაშირები გადაწყვეტენ საჭიროა თუ არა გაფიცვის რეჟიმი“.

შეგასხემებთ, რომ ხელფასების 50% -იანი ზრდის, უსაფრთხოების დაცვისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მოთხოვნით, ენერგეტიკოსები აქციას მართავენ.

მსგავსი თემები