აქციაზე პიროტექნიკას აფეთქებენ, სპეცდანიშნულების რაზმიც გამოჩნდა

აქციის რამდენიმე მონაწილე, სავარაუდოდ,  დაკავებულია. „პროტესტანტები“ კინოთეატრ „ამირანში“ შესვლას ცდილობენ. კინოთეატრის შესასვლელი  უკვე ჩაიკეთა და იქ მაყურებელსაც არ უშვებენ.

აქციის მონაწილეები კინოთეატრში შესაღწევად პიროტექნიკასაც იყენებენ. „სირცხვილი“… „სირცხვილი“… სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ამ წუთებში, კინოთეატრ “ამირანთან” სპეცდანიშნულების რაზმიც გამოჩნდა.

აქციაზე ერთი ადამიანიც დაშავდა. მას, სასწრაფო დახმარების მანქანაში სამედიცინო დახმარება უტარდება.

დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.     

მსგავსი თემები