აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი ძებნილი აღმოჩნდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე დაკავაბულ პირებს შორის ერთ-ერთი ძებნილი აღმოჩნდა, მეორე კი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი.

როგორც „მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,  დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, 1994 წელს დაბადებული,  ქურდობისთვის ძებნილია, ხოლო მეორე, ასევე 1994 წელს დაბადებული გ.ა. პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია. ისინი პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში, აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკების დროს დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს 6 პირი: 1987 წელს დაბადებული მ.ა., 1980 წელს დაბადებული ნ.კ., 1994 წელს დაბადებული გ.ა., 1994 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული მ. ლ. და 2001 წელს დაბადებული გ.ტ.

აღსანიშნავია, რომ ი.ა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ქურდობისთვის იძებნებოდა, გ.ა. კი 2016 წელს ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები