აქციაზე არავინ გარდაცვლილა, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაპირისპირებისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება. აქციაზე არავინ გარდაცვლილა და გავრცელდა ცრუ ინფორმაცია.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე ამბობს, მიუღებელია და კატეგორიულად დასაგმობია მსგავსი განცხადებები.

„კატეგორიულად უარვყოფ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დაშავებულთაგან ერთი პირის გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის კლინიკებში 54 პაციენტი რჩება. მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში. თითოეული დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი ხორციელდება“, – ამბობს  თალაკვაძე.

მსგავსი თემები