“აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დროებით იხურება” – გიორგი გახარია

საქართველოს მასშტაბით, ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა დაიხურება. გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ცოტახნის წინ მიიღეს. 

“ეს იქნება დროში შეზღუდული, ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რომ ჩვენ ვირუსის შიდა გადაცემა შევაფერხოთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ დგა.

მსგავსი თემები