“აუცილებლად შევძლებთ კოალიციის გარეშე უმრავლესობით მოსვლას“ – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი, მიიჩნევს, რომ 2020 წელს, “ქართულ ოცნებას” კოალიციის შექმნა არ დასჭირდება. 

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. 

“წინასწარ არ ვაკეთებთ განცხადებებს, თუმცა ვფიქრობ ჩვენი მუშაობა და საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაცია, მოგვცემს 2020 წლის არჩევნებში მაღალ შედეგს და აუცილებლად შევძლებთ კოალიციის გარეშე უმრავლესობით მოსვლას“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გურამ მაჭარაშვილმა თქმით, ბოლო წლებში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ იზრდება სტანდარტი არჩვენების ჩატარების.

მსგავსი თემები