„აუქციონზე მხოლოდ ოჯახის წევრებს ვეპატიჟებით“ – თვითნასწავლი ტყუპი მხატვრების საოცარი ისტორია

გიორგი და დავით მაისურაძეები 10 წლის ტყუპები არიან, დათო უკვე სერიოზული მხატვარია, მუშაობს სხვადასხვა მასალით, ხატავს პორტრეტებს, ნატურმორტს, კომპეზიციებს, პეიზაჟს, ყველაფერს რაც მის ფერად და ბავშურ ხასიათში ჯდება და მოეწონება. სანამ ტყუპი ძმები თავიანთ ნამუშევარს საზოგადოებას გააცნობენ, „ოჯახურ აუქციონს“ ატარებენ და ნახატებს მხოლოდ ოჯახის წევრებზე ყიდიან.

„მედიაცენტრი მთავარი“ ტყუპი, პატარა  მხატვრების პორტრეტით დაინტერესდა.

გიორგი მაისურაძე (ბუთქუნა)  მხატვარი არ არის თუმცა, ძმისგან მასაც შეუყვარდა სამხატვრო ატრიბუტიკა. ძმები თავიანთ ნამუშევრებს აგროვებენ და პერიოდულად, სახლში, ოჯახის წევრებისთვის აუქციონს აწყობენ, სადაც ნახატებს ყიდიან.

დავითი: „ჯერ შეუმდგარი მხატვარი ვარ, უბრალოდ ეს საქმე ძალიან მიყვარს. არავის არაფერი უსწავლებია ჩემთვის, სულ მიყვარდა ფერადი ფანქრები, საღებავები და ყველაფერს ვხატავდი. ძალიან მიყვარს ეს საქმე და მინდა, რომ ცნობილი მხატვარი გამოვიდე. რასაც მოვინდომებ რომ დავხატო, ყველაფერი გამომდის,  მომწობს ჩემი ნამუშევრები, დედასაც მოსწონს, ჩარჩოებს ყიდულობს და სახლში აქვს გამოფენილი ჩემი ნახატები. აუქციონს ხშირად ვაწყობთ. ეს აუქციონი კი არ ვიცოდი რა იყო. ფილმებს რომ ვუყურებდი, იქიდან გავიგე. მომწონდა ეს პროცესი. ჩემმა ტყიპმა ძმამ ამიხსნა, როგორ უნდოდა აუქციონის ჩატარება და სახლის აივანზე ჩავატარეთ ბოლოს. მოვიწვიეთ ბებიები და ოჯახის წევრვები. ჩენი ნახატები ორივე ბებომ და დედამ იყიდა“.

გიორგი: „მე კარგად ვერ ვხატავ, მაგრამ მანქანებზე ვგიჟდები. ჩემი ჰობია, მანქანები და მანქანებს რაც ეხება, ყველაფერი ვიცი. მანქანების ხატვაც კარგად გამომდის, მაგრამ ისე კარგად ვერ ვხატავ, როგორც ჩემი ტყუპი ძმა დათო. ის მაგარი მხატვარია. ბოლოს, აუქციონი რომ ჩავატარეთ, დათოს ნახატები გაიყიდა, ჩემი – ვერა. დათოს ხელოვნება და ხელსაქმე კარგად გამოსდის, სასწაულებს ქმნის და აკეთებს ყველაფრისგან – ქაღალდისგან, ხისგან, ქვისგან, ყველაფრისგან ლამაზ-ლამაზ რაღაცეებს ამზადებს და მეც შემაყვარა.  აკეთებს ლამაზ ქაღალდის ყუთებს, სასაჩუქრე ბარათებს, წიგნის სანიშნეებს, მისი გამოგონებაა, თვითონ იგონებს ეს ბავშვი და რაც მომეწინება, მჩუქნის“.

ძმები მაისურაძეები ერთ მძიმე ისტორიასაც იხსენებენ, რაც მათ სკოლაში შეემთხვათ. როგორც გიორგი გვიყვება, ერთხელ, დათოს სკოლაში ნახატები დაუგლიჯეს და ისე იყო გაბრაზებული, არ ხატავდა.

დავით მაისურაძე: „ხატვის გაკვეთილზე სკოლაშიც ვხატავდი. ყველას მოსწონდა ჩემი ნახატები, ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც. ერთ დღეს, კლასში რომ შევედი, ჩემი სახატავი ფორმატი, სადაც ყველა ნახატი ერთად მქონდა, სათითაოდ იყო გადახეული.  ძალიან ვინერვიულე, ბავშვებმაც განიცადეს, მეუბნებოდნენ არ იდარდო, უკეთესებს დახატავო. ეს ვინ გააკეთა არ ვიცი, მაგრამ მეორეჯერაც გააკეთეს იგივე. ამის მერე ვერ ვხატავდი, მაგრამ დედამ მითხრა ახალ სახატავ ფურცლებს და საღებავებს გიყიდი და ისეთი ნახატები შექმენი, რომ სახლში ყველგან დავკიდოო და ვხატავ ასე სახლისთვის.“

როგორც დათო გვიყვება სამხატვრო აღჭურვილობა მისი საუკეთესო საჩუქარია. დაბადების დღეზე  მოლბერტიც აჩუქეს და საღებავებიც, რომელსაც აქტიურად იყენებს.

„ჩემს ძმას უნდა, რომ სადმე გამოფინოს ნახატები, მარტო სახლში კი არა. რატო  არ შეიძლება? დედა გვეუბნება, ჯერ ადრეა და როცა გაიზრდები, აუცილებლად გექნება პერსონალური გამოფენაო“ – ამბობს გიორგი მაისურაძე „მედიაცენტრ მთავართან“.        

როგორც ძმები გვიყვებიან, ბებიები მათ ნახატებში ძვირს არ იხდიან და აუქციონს მალევე წყვეტენ.

„ერთი ბებია ჩვენთან ცხოვრობს და რა ფასიც არ უნდა ვუთხრა, იხდის ჩვენს ნახატში. მეორეს რომ ვურეკავთ , ვეუბნებით ბევრი ფული წამოიღოს, მაგრამ არ გვიჯერებს. ბოლოს მარტო 30 ლარით მოვიდა და 3 ნახატი იყიდა. ნახატებს ძვირს არ ვაფასებთ, მაგარამ, 15 ლარად მაინც რომ გაიყიდოს, კარგია ამას შრომა და საღებავები ხომ სჭირდება. ჩვენი შემოსავლით კი იმას ვყიდულობთ, რაც გვჭირდება, ან ყულაბაში ვაგროვებს“ – გვიყვება გიორგი.

როგორც ტყუპები ამბობენ, მათ მეგობრები და მათი მშობლები ხშირად უკვეთავენ მათი პორტრეტის დახატვას.

„რომ მეუბნებიან მე დამხატე, მე დამხატეო, ასე ვერ ვხატავ, მე თვითონ უნდა მინდოდეს რომ ეს ადამიანი დავხატო. ჩემი მეგობრის დედა მოსამართლეა და მას უნდ რომ დავხატო, მაგრამ სანამ მის სამუშაო კაბინეტში არ მოვხვდები და არ ვნახავ როგორია მოსამართლის ფორმაში, როგორ იყენებს იმ რაღაც „ჩაქუჩს“ ისე არ გამომივა, მაგრამ მისი ქმარი, ჩემი მეგობრის, გიორგი შენგელიას მამა კი დავხატე და კარგი გამომივიდა, მასაც მოეწონა“ – ამბობს დავით მაისურაძე.     

ტყუპი ძმები მომავალ აუქციონს სექტემბრისთვის, საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ გეგმავენ.         

მსგავსი თემები