ატირებული სამხედრო მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე (ვიდეო)

დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, კადრში გამოჩნდა სამხედრო, რომელიც ტიროდა.

რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 408 ადამიანი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 1700-ზე მეტი ადამიანი. 130 000 მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

ვიდეო https://web.facebook.com/lasha.meskhi.3/videos/10212292578544606/?t=0 

მსგავსი თემები