“არ შეიძლება, ბავშვს კორონავირუსი შინაური ცხოველისგან გადაედოს” – ივანე ჩხაიძე

“არ შეიძლება, ბავშვს კორონავირუსი შინაური ცხოველისგან გადაედოს”, – ამის შესახებ პედიატრმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცხოველი შეიძლება, დასნებოვნდეს ახალი კორონავირუსით, მაგრამ დასნებოვნებული ცხოველი ადამიანისთვის რისკს არ წარმოადგენს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ატლანტის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დასკვნა, რომელიც დღეს არსებობს, პირდაპირ მიუთითებს, რომ პირიქით, ადამიანები არიან ცხოველისთვის საშიში და კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით შინაური ცხოველები რისკს არ წარმოადგენენ. ასე რომ, არათუ ბავშვს შეიძლება, გადაედოს შინაური ცხოველისგან, პირიქით, შინაური ცხოველი განიხილება, როგორც რისკის მქონე, თუ ოჯახში კორონავირუსით დაავადებული თუნდაც, ერთი ადამიანია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მსგავსი თემები