“არ უნდა იყვნენ შეწყალებულები პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებულები, ასევე ძებნილი პირები” – არჩილ თალაკვაძე

“არ უნდა იყვნენ შეწყალებულნი პოლიციელის, სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული პირები, ასევე სასურველია, არ მოხდეს ძებნილი პირის შეწყალება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც შეწყალების პროცედურისა და კრიტერიუმების დახვეწის შესახებ იმსჯელეს.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით შედგა და ის საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა.

„საქართველოს პრეზიდენტმა მოგვმართა კონსულტაციის მიზნით, რათა შეწყალებასთან დაკავშირებით მიგვეწოდებინა მოსაზრებები. დღეს მას მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა კრიტერიუმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით შესაძლოა, მოხდეს მომავალში შეწყალება. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათი და სოციალური რისკი, ხომ არ არის ეს ძალადობრივი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩადენილი მოწყვლადი ჯგუფების, ბავშვის ან ქალის წინააღმდეგ.

ასევე, ვფიქრობთ, რომ სასურველია, გათვალისწინებული იყოს ის შემთხვევები, როდესაც პირს აქვს შესაძლებლობების შეზღუდვის ისეთი ხარისხი ან ისეთი სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სასჯელის მიზნებთან; ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულნი პოლიციელის, სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული პირები; ასევე, სასურველია, არ მოხდეს ძებნილი პირის შეწყალება; მიგვაჩნია, რომ შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო წესი – ანუ, შეწყალების თითოეული გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ უნდა იყოს მიღებული, თუ ეს სისხლის სამართლის საერთო პოლიტიკასთან, საჯარო ინტერესთან შესაბამისობაშია და სხვა ალტერნატივა არ არსებობს.“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.​

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““არ უნდა იყვნენ შეწყალებულები პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებულები, ასევე ძებნილი პირები” – არჩილ თალაკვაძე”

  1. Some genuinely choice posts on this internet site , saved to favorites .

  2. I like this post, enjoyed this one thanks for putting up.