“არ მაინტერესებს პირადი რეიტინგი, მაქვს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე” – ამირან გამყრელიძე

“არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის და არც ჩემს პირად რეიტინგს ვუყურებ. არ მაინტერესებს. მე მაქვს პასუხისმგებლობა. ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის განცხადებით, ყველა მუშაობს 24 საათი იმისთვის რომ დაამარცხოს კორონავირუსი.

მისი თქმით, კოვიდინფექციასთან ბრძოლა არ არის არც ერთი ინსტიტუტის, ან ერთი-ორი ადამიანის პასუხისმგებლობა.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ მოსახლეობის ნდობა ჩვენი ცენტრის მიმართ გავამართლოთ. ვიმუშაოთ 7/24-ზე და მთავარი მიზანი არის, რომ ყველამ ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები