„არ ვაპირებ ფულის გადახდას, დამიჭერენ – დამიჭერენ“ – ავთანდილ წერეთელი

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საკუთარ გადაწყვეტილებას არ ცვლის და ამბობს, რომ ფულის გადახდას არ აპირებს. ბიზნესმენი და მისი ინტერესების დამცველი დღეს გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდნენ, სადაც მათ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც პროკურატურიდან გამოსულმა ბიზნესმენმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ის თანხას არ გადაიხდის.

„მითხრეს, თუ არ გადაიხდი, დაგიჭერთო. ვუთხარი, არ გადავიხდი და დამიჭირეთ-მეთქი. არ ვაპირებ, ფულს არ გადავიხდი. ტელევიზიაზეა ყველაფერი ატეხილი. ავთო წერეთელი აქ  არავის აინტერესებს. დამიჭერენ – დამიჭერენ“ – განუცხადა წერეთელმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება მის ადვოკატს, როგორც კახა წერეთელმა განმარტა,   გირაოს არ გადახდას შესაძლოა, გართულებები მოჰყვეს.

„საკითხი დგას  გირაოს თანხის გადახდა-არ გადახდაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთოდ არ იყო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის საფუძველი. დღეს არსებული გადაწყვეტილება საბოლოოა. ეს ვალდებულება არსებობს და არის რისკებიც.  თუ არ შეასრულებ, შეიძლება, გართულება მოჰყვეს ან, შეიძლება არც მოჰყვეს“ – აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს სასამართლომ 700 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. 

მსგავსი თემები