“არ დავუშვებთ, ქვეყანა გაეხვეს ქაოსში” – დიმიტრი ხუნდაძე

“ქართული ოცნების” წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სიტყვისა და გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა სამოქალაქო აქტივისტებს სურთ, “ქვეყანა აურზაურში გახვიონ”. 

მისი თქმით, სახელმწიფოში არეულობას არავინ დაუშვებს.

“მათ ყოველგვარი მხარეობის გარეშე შეუძლიათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით   ისარგებლონ და რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ ექნებათ. მათი მიზანია, ქვეყანაში შექმნან აურზაური, თითქოს ამ ერთი ჯგუფის მოთხოვნა არის მთელი საქართველოს მოთხოვნა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ ძალადობის და არ დავუშვებთ, რომ ქვეყანა გაეხვეს ქაოსში,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.

მსგავსი თემები