“არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაც მოვიდეთ”- ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2020 წლიდან, პროპორციულ სისტემაზე გადასხვლა, გულისხმობს იმის ალბათობას, რომ ერთმა პარტიამ და მათ რიცხვში „ქართულმა ოცნებამ“ გადალახოს 50%-იანი ბარიერი.

ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, “ქართული უცნობა” უმრავლესობით მოხვდეს პარლამენტში. მისი თქმით, თანამშრომლობას ყველასთან, გარდა პარტია “ნაციონალური მოძრაობისა” აპირებს.

„ის, რომ მეტმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მართვაზე და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას. ჩვენ ეს მივიღეთ თითქმის მოულოდნელად, თუმცა 2024 წელს უნდა ყოფილიყო. ამის მიზეზი კარგად ავხსენი ჩემს განცხადებაში. მზაობა იგრძნობა ახალგაზრდების მხრიდან, მათ აქვთ სურვილი ჩართულობის. მეტი პარტია ჩაერთოს, მეტი პასუხისმგებლობა იყოს, მეტმა გაიზიაროს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს უმრავლესობითაც  მოვიდეთ და თუ არა, ამის ალბათობა არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ ალბათ ყველასთან. ვისთან და როგორ, ამაზე 2020 წელს ვისაუბროთ, როდესაც გამოიკვეთება. ჯერ ნაადრევია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები