“არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის.

მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ვირუსოლოგებმა SARS-CoV-2-ის 40 000-ზე მეტი სრული გენომის სეკვენსირება მოახდინეს.

„ვირუსი სტაბილურია, შედარებით სტაბილურია. მუტაციას არ განიცდის ისე, რომ უფრო გადამდები ან უფრო მწვავე გახდეს“, – განაცხადა მარია ვან კერხოვემ.

მსგავსი თემები