„არ არსებობს არანაირი შანსი, რომ „მამათმავლებისა“ და „ლესბოსელების“ აღლუმი გაიმართოს თბილისში“ – სანდრო ბრეგაძე

„რამოდენიმე დღეა დარჩენილი ამ ავადსახსენებელი კვირეულის დაწყებამდე. ერთი რამ იცოდეს ყველამ, არც ერთ შემთხვევაში, ლგბტ მარში არ ჩატარდება. არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ „მამათმავლებისა“ და „ლესბოსელების“ აღლუმი გაიმართოს საქართველოს დედაქალაქში“ – აღნიშნული განცხადება „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, არავინ არავისზე ძალადობს, არავინ არავის უსწორდება, არავინ არავის აყენებს შეურაცხყოფას და ყველამ უნდა იცხოვროს თავისი ცხოვრებით ისე, რომ საზოგადოების და ერის გაღიზიანება და პროვოცირება არ მოახდინოს.

„ფიქრიც კი ამოიგდონ იმ გარყვნილმა და მოღალატე ძალებმა, რომლებიც ცდილობენ უმცირესობის ხარჯზე თანხების მოძიებას და თავისი კეთილდღეობის მოწყობას. ეს არ არის არანაირი უმცირესობის დაცვისთვის გამართული ღონისძიება. ეს არის თაღლითობის ჯგუფი, რომელიც თავის დროზე იყო ირაკლი ვაჭარაძე, რომელმაც ისევ და ისევ, ლგბტ თემის შეგროვებული ფული მოიპარა და დღეს უცხოეთში უზრუნველად ცხოვრობს ამ ფულით. ესეთი დონის თაღლითები არიან ეს ადამიანები“ – განაცხადა ბრეგაძემ.

„ქართული მარში“ ლგბტ საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, ნუ ძალადობენ ქართულ საზოგადოებაზე. მისივე თქმით, კვირეულის ფარგლებში, ქუჩებში 100 000-მდე მოქალაქე გამოვა.

„ისევე როგორც შსს-მ გააფრთხილა ამ პრაიდის ორგანიზატორები და აბსოლუტურად ლოგიკურად, მეც მინდა გავაფრთხილო ისინი: აქ არ არ არის საუბარი „ქართულ მარშზე“ ან რომელიმე პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე. აქ არის ქართველი ერის, საქართველოს მოსახლების განწყობაზე საუბარი. ქართველი ერის და მოსახლეობის განწყობა არის ცალსახა, რომ გარყვნილების აღლუმი არ უნდა ჩატარდეს და ეს არ ჩატარდება. სერიოზული რისკების წინაშე დგება ჩვენი ქვეყანა. საშიშროება ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ეს დღეს ჩანს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში ლგბტ-გეი მარშის გამართვის საწინააღმდეგოდ და მათ გაკონტროლებას ვერავინ შეძლებს“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

მსგავსი თემები