“არცერთი ელჩის გათავისუფლებას არ ვაპირებ, ის რაც გავრცელდა ცრუ ინფორმაციაა” – სალომე ზურაბიშვილი

“არცერთი ელჩის გათავისუფლებას არ ვაპირებ, ის რაც გავრცელდა ცრუ ინფორმაციაა”, – ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, მოქალაქე მამუკა ჟღენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი საფრანგეთში საქართველოს ელჩს ხსნის.

“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ამ პიროვნების მიერ გავრცელებულ მორიგ უპასუხისმგებლო ცრუ ინფორმაციას. საქართველოს პრეზიდენტი არც ერთი ელჩის გათავისუფლებას არ აპირებს, პირიქით, მადლობას უხდის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს გლობალური კრიზისისას, ამ ურთულეს პირობებში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისათვის”, – წერია სალომე ზურაბიშვილის გვერდზე და შესაბამის გავრცელებულ ინფორმაციასაც აზიარებს, რომელსაც აწერია FAKE.

მსგავსი თემები