არჩილ თალაკვაძის თქმით, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისის მოვლენების დროს თვალი დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს.

“მე მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, იმედით ველოდები, რომ ადრე, ის მიიღებს დაზარალებულის სტატუსს”, — განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, აქამდე მაკო გომურს სახელმწიფოს დახმარება უნდა მიეღო.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ მაკო გომური, 16 პირი და 8 ჟურნალისტი, რომლებიც 20 ივნისის ღამეს დაზარალდნენ დაშავდნენ, დაზარალებულად არ ცნო.

მსგავსი თემები