„არჩევნებში თქვენ ნულოვანი მხარდაჭერა გექნებათ“ – იონათამიშვილი გოცირიძეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს რადიკალური და პრორუსული ოპოზიციის ტერმინები განუმარტა.

„რადიკალური ოპოზიციის განმარტება არის ძალიან მარტივი – როდესაც პარლამენტის შენობაში, პლენარულ სხდომათა დარბაზში, კენჭი ეყრება საკონსტიტუციო ცვლილებებს და შენ ირჩევ პარლამენტის გარეთ აქციას, შენ ხარ რადიკალური ოპოზიცია. უფრო მეტიც, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ ანგარიშზე ამბობ, რომ ცდება; როდესაც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ამბობ, რომ ცდება; როდესაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე ამბობს, რომ ცდება – ეს უკვე პროპუსული ოპოზიციაა. ერთი კლიშეც და მეორე კლიშეც თქვენ თავად „აკიდეთ“ საკუთარ თავს და ამის შედეგები სიებში კი არა, პროპორციულად ზუსტად არჩევნების შედეგებშია, სადაც თქვენ ნულოვანი მხარდაჭერა გექნებათ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.​

მსგავსი თემები

4 Thoughts to “„არჩევნებში თქვენ ნულოვანი მხარდაჭერა გექნებათ“ – იონათამიშვილი გოცირიძეს”

  1. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.

  2. Thanks for fantastic info I was looking for this info for my mission.

  3. SMS

    Thanks so much for the blog post.