„არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ გარემოში, მონები კი თავისუფლებას ვერ ქმნიან“ – დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, მმართველი გუნდის  ცვლილებების პროექტს აფასებს, რომლის მიხედვითაც საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასაც გულისხმობს.

„ როგორც ჩანს მოეწონა ხელისუფლებას ასე კანონგარეშე არსებობა, როდესაც ადამიანების უფლებები დარღვეულია, როდესაც ადამიანები  ტერორის ქვეშ ყავთ, ძალიან მოეწონა საუკუნეების განმავლობაში მოპოვებული ფუნდამენტალური უფლებების ერთი ხელის მოსმით ჩამორთმევა,ამიტომ,  ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც ამ კანონს ხმას მისცემს, მომავალში აუცილებლად დაისჯება, თუმცა, ყველას გვახსოვს ისიც, რომ ახლანდელი პრემიერი, ჯერ კიდევ შს მინისტრობის დროს  დარბოდა თავის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალებით, საჭირო იყო თუ არა და კინაღამ   „ააფეთქა“ ქვეყანა არაერთხელ.

და ახლა წარმოიდგინეთ, არჩევნების დროს  რომ იქნება ასეთი უფლებები, რა მოხდება მერე?! ანუ, ნებისმიერი შეკრება, რომელსაც ჩაატარებს არა „ქართული ოცნება“ ,  დიდი ალბათობით შესაძლოა კანონგარეშე გამოცხადდეს.“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მსგავსი თემები

One Thought to “„არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ გარემოში, მონები კი თავისუფლებას ვერ ქმნიან“ – დავით ჭიჭინაძე”

  1. freelance seo ontario

    Muchos Gracias for your blog article.Much thanks again. Much obliged.