“არჩევნები გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარდა” – კახა კალაძე

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, კახა კალაძე არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტიც არ არსებობს. მისი თქმით, არჩევნებმა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა.

“საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ზეგდიდში იყო მცდელობა არეულობის შემოტანის, პროვოკაციების, ექსცესები არ ყოფილა. იყო მცირე დაპირისპირებები, მაგრამ საერთო ჯამში, გამჭვირვალედ, მშვიდობიანად ჩატარდა არჩევნები. ყველა ოლქში გაიმარჯვა პარტია “ქართული ოცნების” წარდგენილმა კანდიდატებმა.”- განაცხადა კახა კალაძემ

კახა კალაძის შეფასებით “ნაციონალურ მოძრაობა” დაშლილია.

„მე გამიჭირდება დაპირისპირებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა” დაშლილია. ერთადერთი, რაზეც დგას დღეს “ნაციონალური მოძრაობა”, ეს არის ტელეკომპანია “რუსთავი 2″ და ნიკა გვარამია”,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები