„არჩევნების დროს ჩვენ ვიქნებით სოციალური დისტანცირების შეზღუდვის რეჟიმში“ – გია ჟორჟოლიანი (ვიდეო)

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოება შექმნილი ვითარების ფონზე არასრულყოფილი იქნება.

„ინტერნეტი არ ცვლის ტელევიზიას, ამდენად არ ვიცი რამდენად ეფექტურად იქნება შესაძლებელი საარჩევნო კამპანიის წარმართვა.

ოქტომბრამდეც კი, ჩვენ ვიქნებით სოციალური დისტანცირების შეზღუდვის რეჟიმში, რაც ძალიან იმოქმედებს, გამჭვირვალობაზე, ამომრჩევლის ინფორმირებულობაზე, ეს არჩევნები ტარდება ხალხისთვის.

დღევანდელი მოცემულობით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

გადადებულია ყველგან ხალხმრავალი ღონისძიებები, ამჟამად ჩასატარებელი არჩევნები, მაგრამ ჯობია, რომ არჩევნები არ იყოს გადადებული, რადგან შინაარსობრივად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვადა დასრულდეს, თუ ფორსმაჟორული ვითარება გვექნება, აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ვითარება დადგეს, თუ მე არ შემიძლია კინოთეატრში წავიდე, როგორ წავალ არჩევნებზე.

არასწორად არის გაგებული საგანგებო მდგომარეობის დასრულება, საგანგებო მდგომარეობა ბევრ სხვა რამეს გულისხმობს. სოციალური დისტანციის დაცვა დიდი ხნით იქნება ჩვენი მცხოვრების თანმდევი.

სხვა არჩევნების დროს ამ ვადებში უკვე მთელი საქართველო მოვლილი გვქონდა.

პოლიტიკური სუბიექტი შეზღუდული იქნება საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები