„არსებობს კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ ბავშვს არავინ შეხებია, აღიარების საჭიროება არც არსებობდა“ – ადვოკატის ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

„ყველა იურისტი მიხვდება,  რომ როცა ამდენი მტკიცებულება არსებობს  საქმესთან მიმართებაში, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს“ – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ 15 წლის მოზარდის საქმის გამომძიებლის, დაკავებულ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.  

არჩილ შაბაშვილი: ბრალდებულების უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თავად განყოფილებაში კი, სივრცე ისეა მოწყობილი, ერთიანი სივრცეა, დაპირისპირებას ადგილი ვერ ექნებოდა.  თუ არსებითად წავიდა ამ საქმის განხილვა, ძალიან ბევრი გარემოება გამოიკვეთება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ზუსტად ვიცი, რომ დაპირისპირებას რეალურად ადგილი არ ჰქონია.

მედიაცენტრი მთავარი:“ პროკურატურამ თქვენს დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ორ ეპიზოდში წაუყენა. გაეცანით ბრალდებას და რისი თქმა შეგიძლიათ?

არჩილ შაბაშვილი: ის, რომ დღეის მდგომარეობით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით წაყენებულია ბრალდება, ეს ჩვენთვისაც გასაკვირია იმიტომ, რომ ამ წუთას შევიტყვეთ ამის შესახებ. როდესაც წარადგინეს მტკიცებულებები, მაშინვე მიიღეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენთვისაც გასაკვირია ეს გადაწყვეტილება.

მედიაცენტრი მთავარი:“ ბოლოს როდის ნახეთ  თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

არჩილ შაბაშვილი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვნახე გუშინ, დაახლოებით, 24:00 საათზე, მას შემდეგ რაც მასალები გადმოგვეცა. ვნახე, ვუთხარით, რომ მასალები გადმოგვეცა, ავუხსენით რომ ბრალდებულად ყოფნის დადგენილებას ჩაგვაბარებდნენ ხვალისთვის, მას შემდეგ რაც ბრალს წაუყენებდნენ და მაშინაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

მედიაცენტრი მთავარი:“ მას კომუნიკაცია შეუძლია?

არჩილ შაბაშვილი: კომუნიკაციაში გაჭირვებით  შემოდის, ძალიან უჭირს.  გამოსულია იმ სტრესული მდგომარეობიდან რა მდგომარეობითაც ის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ბრალის წაყენება მოხდა საავადმყოფოში. შესაბამისად, ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას, შესაძლებელი არის თუ არა, მისი საავადმყოფოდან გაწერა, რომ მოხდეს აღკვეთის ღონისძიების განხილვა.

მედიაცენტრი მთავარი“: რას გეუბნებათ თავად ბრალდებული ბრალდებასთან დაკავშირებით?

არჩილ შაბაშვილი:  როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავად ამბობს, არანაირი კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან, არც დანაშაულია მძიმე და მეორე, საქმე ეხება არასრულწლოვანს, რომელსაც თვითონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ძალიან ამსუბუქებს არასრულწლოვნის მდგომარეობას. ანუ ძალიან ბევრი შეღავათით სარგებლობს არასრულწლოვანი.

გამოძიებას არ გაუჭირდებოდა, სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წინ მოეპოვებინა მტკიცებულებები საქმის დარღვევის შემთხვევაში ბრალდებული პირთან მიმართებაში.  როგორც საქმის მასალებიდან არის ცნობილი, სკოლას თვითონ ჰქონდა უკვე მოპოვებული ბავშვების მიმოწერა, ბავშვებისგან ჰქონდა მიღებული პირდაპირი ინფორმაცია, ვისაც უშუალო კავშირი ჰქონდა გარდაცვლილ ბავშვთან.

აქედან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება წინ არ გაჭირდებოდა ბრალდებული პირის დადგენა. ასე რომ, ბრალდებას სახვეწრად არავისთან ჰქონდა საქმე, ვინაიდან, ვიდეო კადრები არსებობს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ხელს არავინ ახლებს, არანაირი აგრესიული ჟესტიკულაცია არაა ბავშვთან მიმართებაში. მას ფიზიკურად არავინ არ ეხება.

მედიაცენტრი მთავარი:“ გასაგებია, რომ კადრებში ჩანს დაკითხვის პროცესი, რომელიც მშვიდად, ფიზიკური კონტაქტისა და ჟესტების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა, შესაძლებელია ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბარი?  

არჩილ შაბაშვილი: რჩება ერთი მოცემულობა, ვინაიდან ხმის ჩანაწერი არ არსებობს ვისაუბროთ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. იმიტომ, რომ სხვა ფიზიკურად ბუნებაში, სხვა რამის მოპოვება გამორიცხულია. იძულების, თუნდაც ფსიქოლოგიურის, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, საჭიროება არც არსებობდა. ყველა იურისტი მიხვდება იმას, რომ როცა ამდენი მტკიცებულებებია საქმესთან მიმართებაში, ბრალდებული აღიარებს თუ არა მნიშვნელობა არ აქვს. აღიარება კი ისევ მისთვისაა უკეთესი ინტერესებიდან გამომდინარე. ვინაიდან თუ ჩაიდინა მან დანაშაული, ესე იგი, გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედება დანაშაულის შემდგომ და ყველა კანონით შეღავათი გავრცელდებოდა, როგორც სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, ბავშვთა მართლმსაჯულების კანონით.

მსგავსი თემები

One Thought to “„არსებობს კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ ბავშვს არავინ შეხებია, აღიარების საჭიროება არც არსებობდა“ – ადვოკატის ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“”

  1. I love looking through your site. Thanks a lot!|