“არსად წასვლას ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ”- გიორგი გახარია ოპოზიციას

“თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-შიც დარჩებით ქუჩაში” , – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

გიორგი გახარიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, 9 წლის განმავლობაში და ახლაც, ადამიანის ემოციებზე მანიპულირებენ.

„ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ის რაც აქ ხდება, არის „ნაციონალური მოძრაობის” სახე. თქვენი სახეა ტყუილი, სიცრუე, სიმართლის ჩანაცვლება, მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება. ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ ცხრა წელი, ამას აკეთებთ დღესაც. ერთი რამ მინდა გითხრათ, არსად წასვლას ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები