არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს ბრალი წარედგინა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქე პოლ გრეგორი ლეხმანს ბრალი წარედგინა.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას ინარჩუნებს.

„მტკიცებულებები საკმარისი არ არის. ნუ გამოხვალთ იმ საქმის მასალებიდან, რაზეც ბრიფინგი ჩატარდა. ეს სულ სხვა საქმეა და აქ შესაბამისად, საკმარისი მტკიცებულებები, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს სჭირდება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს, საქმეში არ იკვეთება.

რასაც ედავებიან, ტრეფიკინგი არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ფაქტობრივად, ტრეფიკინგთან მიმართებაში მტკიცებულებები საერთოდ არ არის საკმარისი. რამდენად არის პორნოგრაფიული მასალების დამზადება და გასაღება, ესეც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის“, – განაცხადა ადვოკატმა.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მსგავსი თემები