“არასდროს ვყოფილვარ იქ და მესმის, ამას ვერ შევძლებ” – მარია ზახაროვას თბილისში ჩამოსვლა სურს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, მარია ზახაროვას თბილისში ჩამოსვლა სურს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, თავს იკავებს. მიზეზი კი, პროვოკაციის თავიდან არიდებაა.

როგორც ზახაროვან აღნიშნა, მშობლები და მეზობლები ბავშვობაში ხშირად უყვებოდნენ თბილისის სილამაზეზე.

“ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ორ მხარეს ცხოვრობენ, ისინი საქართველოს მოქალაქეები, ეროვნებით ქართველები არიან. ბოლო ათი წელია, ისინი სტუმრად მეპატიჟებიან. ისინი ღირსეული ადამიანები არიან, თავიანთი ქვეყნის პატრიოტები, თანამედროვე საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ძალიან მინდა ვესტუმრო, რადგან მათ სიამოვნებით ვმასპინძლობ მოსკოვში, ჩვენ ვკამათობთ, ვმსჯელობთ პრობლემებზე. არასდროს ვყოფილვარ თბილისში და მესმის, რომ ამას ვერ შევძლებ. ვგრძნობ რა პასუხიმგებლობას, რათა არ გავხდე მორიგი პროვოკაციის საბაბი”, – განაცხადა ზახაროვამ.

მსგავსი თემები

One Thought to ““არასდროს ვყოფილვარ იქ და მესმის, ამას ვერ შევძლებ” – მარია ზახაროვას თბილისში ჩამოსვლა სურს”

  1. Hello, recognition you for information! I repost in Facebook