“არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება!” – ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მოსახლეობას მოუწოდებს, არ აჰყვნენ ჭორებს და სიმშვიდე შეინარჩუნონ, რადგან ჭორები მათ სიკეთეს არ მოუტანს.

„პატივცემულო მეგობრებო, თანამოქალაქეებო! სოფელ უისტაში (წნელისი) შექმნილი მდგომარეობის გამო, ბევრმა დაიწყო სიტუაციის დაძაბვა რესპუბლიკაში. მინდა ყველას განვუმარტო, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება!

სოფელ უისტას მცხოვრებლები უსაფრთხოდ არიან და სახელმწიფო ალანიას სასაზღვრო სამსახური იცავს! ასევე უარვყოფ ხმებს, რომ პრეზიდენტმა გაიყვანა თავისი ოჯახი. უფროსი შვილის გარდა, ჩემი ოჯახი ადგილზეა, რომელიც სასწავლებლად დედის თანხლებით რუსეთში გაემგზავრა“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მსგავსი თემები