არალეგალური რაზმის შექმნასთან დაკავშირებით შსს გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ , ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ, სახალხო რაზმების ორგანიზებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. 

როგორც შსს განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი დაუმორჩილებლობა პოლიციის მიმართ, იქნება აღკვეთილი და მოხდება დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება. 

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება. ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “არალეგალური რაზმის შექმნასთან დაკავშირებით შსს გამოძიება დაიწყო”

  1. ანონიმური

    აბა ხელი მოკიდეთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ ერის რისხვა.ვეღარ დაგიცავთ ხიდაშელები და ბოკერიები.სულ მაცა-მაცას ძაღილით დატოვებთ საქართველოს უკეთეს შემთხვევაში.

  2. levan

    აბა ხელი მოკიდეთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ ერის რისხვა.ვეღარ დაგიცავთ ხიდაშელები და ბოკერიები.სულ მაცა-მაცას ძაღილით დატოვებთ საქართველოს უკეთეს შემთხვევაში.