“ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება” – მაია ცქიტიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, რადგან, მისი თქმით, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალისა და ინფრასტრუქტურისთვის, ევროპისა და აზიის ეკონომიკურ დერეფანში სათანადო ადგილის დაკავებისთვის.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება და ამ შედეგის მისაღწევად რამდენიმე გზა არსებობს.

„იმ შემთხვევაში, თუ კონსორციუმი ვერ აღმოჩნდება წარმატებული ამ პროექტის განხორციელებაში, მაშინ ჩვენ ან უნდა მოვძებნოთ სხვა ინვესტორი, რომელსაც ექნება მეტი ფინანსური რესურსი, მეტი შესაძლებლობა მოიძიოს დაფინანსება ან, სახელმწიფოს მოუწევს ნავსადგურის აშენება და პარალელურად კერძო ინვესტორის მოძიება, ვინაიდან მთავრობას არ აქვს სურვილი, ჰქონდეს სახელმწიფო პორტი. გარწმუნებთ, ანაკლიაში პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ ეთერში.

მსგავსი თემები