“ანტი-ნაციონალური” მოძრაობა უნდა შეიქმნას, რადგან დღესაც მიშას სცენარით ხდება დესტაბილიზაცია” – ალი ბაბაევი

“მოსახლეობა უნდა დაირაზმოს და უნდა შეიქმნას ადეკვატური “ანტი-ნაციონალური” მოძრაობა, რადგან დღესაც თავისი დადგმული სცენარით ცდილობს სააკაშვილის ქვეყანაში უბედურება დაატრიალოს, – ამის შესახებ „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“, პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ალი ბაბაევი “მედიაცენტრ მთავართან” გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.

როგორც ბაბაევი აღნიშნავს, 20 მაისს აქციაზე იმყოფებოდა და საკუტარი თვალით ნახა, როგორ უსწორდებოდა გარკვეული დაჯგუფება პოლიციელებს.

“20 ივნისს რამის პირველის ნახევრამდე აქციაზე ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე როგორ ფისფუსებდა და აწყობდა გეგმებს გარკვეული ჯგუფი. ზოგი მათგანი მთვრალი იყო, ზოგიც, – “კაიფში”. ზუსტად იმ დაჯგუფებას მივამსგავსე ისინი 7 ნოემბრი და 26 მაისის აქციაზე ვინც ჩვენს ხალხს და პირადად მე გამსწორდნენ. სცემდნენ და იტაცებდნენ პოლიციელებს, ზუსტად იმ ჯგუფი 20 ივნისს, 80 პოლიციელი არის დაჭრილი, ეს დანაშაული არ არის? დღეს რომ გამოიყავნეს მელია გმირად თითქოს რუსეთს ებრძოდა, მოწყობილი პროვოკაცია იყო “ნაცმოძრაობის”. დღესაც სააკაშვილის მიერ, კიევიდან თუ ოდესიდან დადგმული სცენარით ხორციელდება ყოველგვარი პროვოკაცია და დესტაბილიზაცია ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მოსახლეობა უნდა დაირაზმოს და უნდა შეიქმნას ადეკვატური “ანტი-ნაციონალური” მოძრაობა, მე მზად ვარ, მეგობრებთან ერთად დავუდგე ამ მოძრაობას გვერდით, ჩვენ არ გვინდა დავაბრუნოთ “ნაციონალური მოძრაობა”, ჩვენ არ გვინდა დაძაბულობა, ის პროცესები რაც გავიარეთ, აღარ უნდა დაბრუნდეს, “- განაცხადა ალი ბაბევმა “მედიაცენტრ მთავარში.”

მსგავსი თემები