“ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა” – გიორგი გახარია

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვიყოთ ეფექტურები და ყველას გვესმოდეს, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის მსოფლმხედველობისა, ჩვენ ვემსახურებით ერთადერთ მიზანს, ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ხვალ დილის 08:00 საათიდან შევა ძალაში.

“მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – ამ პირობების და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვიყოთ ეფექტურები და ყველას გვესმოდეს, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის მსოფლმხედველობისა, ჩვენ ვემსახურებით ერთადერთ მიზანს – ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

მინდა გითხრა, რომ თქვენც, ჟურნალისტებს შეგიძლიათ ისარგებლოთ ნომრით 144. იმისთვის, რომ მედიას არ ჰქონდეს არანაირი პრობლემა მუშაობაში. საგანგებო მდგომარეობის პირობები დაიწყება ხვალ დილის 08:00 საათიდან, ხოლო სპეციალური საკარანტინო ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს ქუჩაში გადაადგილების აკრძალვას, დაიწყება ხვალ 21:00 საათიდან და გაგრძელდება დილის 06:00 საათამდე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

https://mcm.ge/%e1%8a8%e1%83%94%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%aa-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90/

მსგავსი თემები