„ამ ღონისძიების ჩატარება ჩვენი ქვეყნის იმიჯია“ – უმრავლესობა ოპოზიციას და მოსახლეობას მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და მოსახლეობას მიმართავს. 

 როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი სოფო ქაცარავა აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელი დღის მნიშვნელობას ვერ აცნობერებს.

“ინაუგურაციის ღონისძიებას დიდი დატვირთვა აქვს, მასში მონაწილეობს არაერთი მაღალი დონის დელეგაცია, მეგობარი ქვეყნების ყოფი იწი იდი დენტებდ ,დ ი შესაბამისად ამ ღონისძიების ღირსეულად ჩატარება ჩვენი ქვეყნის იმიჯისა და რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ღონისძიების მნიშვნელობიდან და დატვირთვიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ინაუგურაცია ჩატარდეს მაღალ დონეზე, ისე, როგორც ამას იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და თითოეული ჩვენი მოქალაქე. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აცნობიერებს დღევანდელი დღის მნიშვნელობას და მათ დაანონეს საპროტესტო აქცია, მათ შორის, ქალაქ თელავშიც. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და განსხვავებული აზრის და პროტესტის გამოხატვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. ამ შემთხვევაშიც, მათი ეს უფლება დაცული იქნება, თუმცა, არა სხვების უფლებების უფლებების შეზღუდვის, ან კანონის დარღვევის ხარჯზე, ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, თსმვონი სსმპროვოკიშე მედიის წარმომადგენლებს კარგად მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. შესაბამისად, ინაუგურაციაზე დასასწრებად მოწვეული არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი – ნიკა მელია. იმედს გამოვთქვამ, რომ იგი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს მაინც მოახერხებს გადაუხვიოს მისთვის ჩვეულ სტილს, რომ არ მოაწყოს პროვოკაცია და საჭირო არ მვლდა ა .ასა ეს ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია ”- აცხადებს სოფო ქაცარავა.

დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცველები ინაუგურაციის მშვიდად ჩასატარებლად ყველაფერს გააკეთებენ.

მსგავსი თემები