“ამ ფორმით, მუშაობას ნევროზით დავამთავრებთ” – პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ​დისციპლინისკენ მოუწოდა. პარლამენტარებს, რომელიც სხდომაზე ხმაურობდნენ და კოლეგებს არ უსმენდნენ, გარეთ გასვლა ურჩია.

„დარბაზში ხმაურია კოლეგებო, მუშაობის ასეთი ფორმით, ამ სესიას ნევროზით დავამთავრებთ. გთხოვთ სიჩუმე დავიცვათ. ვისაც სურს საუბარი, შეუძლია გარეთ ისაუბროს, ვისაც სურს კოლეგების, მინისტრის მოსმენა, სჯობს დარჩეს დარბაზში“, – მიმართა კოლეგებს ირაკლი კობახიძემ, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე მოხსენებით გამოვიდა.  

მსგავსი თემები