16 იანვრის ტრაგედიით პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობები გამოიკვეთა – კახა კალაძე

“მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს” – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით გარკვეული პირები და ჯგუფები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციებს მომხდარი ტრაგედიის შეფასებისას, რაც მიუღებელი ფაქტია.

“სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზეც გამოჩნდნენ გარკვეული პირები და ჯგუფები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, ცრუ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას – აქვთ მცდელობა, დისკრედიტაცია მიაყენონ მერიას და პირადად მე. მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს, თუმცა ჩვენ ამ ადამიანებს არ მივცემთ საშუალებას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობამ სიმართლე იცოდეს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახებს და მადლობა გადაუხადა სასტუმროებს, რომლებმაც უსასყიდლოდ განათავსეს დაზარალებულები.

მსგავსი თემები