“ამ საპრეზიდენტო ვადით პოლიტიკურ კარიერას დავასრულებ” – სალომე ზურაბიშვილი

“პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებასა და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა გამოწვევებს ხედავს სალომე ზურაბიშვილი მის წინაშე დღეიდან საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, პრეზიდენტი პასუხობს:

„ეს გამოწვევა, პირველ რიგში, საქართველოს ევროპაში შეყვანაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა, ასევე გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის საკითხიც. მინდა, რომ იქ შესვლის საშუალება გვქონდეს, რათა ასე სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ. გარდა ამისა, მსურს გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ იმ ცნობიერებიდან, რომელიც საბჭოთა წარსულის ნაკვალევს ატარებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში.  

მსგავსი თემები