“ამ დღეებში გამოჯანმრთელებულები კიდევ დაგვემატებიან” – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკის გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი ამ დღეებში გაიზრდება.

„ამ დღეებში იქნებიან გამოჯანმრთელებულებიც, ველოდებით, რომ მათ გავწერთ“ ,- აღნიშნა ენდელაძემ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან სულ 29 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 39.

მსგავსი თემები