ამ დროისთვის, საქართველოში “ყირიმ-კონგოს” ვირუსის 10 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში “ყირიმ-კონგოს” ვირუსის 10 დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

“ჩვენ ამ ეტაპზე “ყირიმ- კონგოს” ვირუსით ინფიცირებული მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავს, რომელიც გამოჯანმრთელებული და ალბათ, მალე კლინიკას დატოვებს.  საეჭვო “ყირიმ კონგოზე” შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომელთანაც გამოირიცხა “ყირიმ-კონგოს” დიაგნოზი. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი დატოვებენ კლინიკას. შემიძლია გითხრათ, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში “ყირიმ კონგოს” 10 დადასტურებული შემთხვევაა. ვნახოთ დინამიკაში როგორი იქნება“.  – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ზაფხულის სეზონზე, ტკიპა, რომელიც უმძიმესი დაავადების – „ყირიმ-კონგოს ცხელების“ გადამტანია, განსაკუთრებით აქტიურია. ტკიპა გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია. 

მსგავსი თემები